2024 წლის ტოპ 5 ფეხსაცმლის ტონალობა გაზაფხული-ზაფხულის სეზონისათვის

2024 წლის ტოპ 5 ფეხსაცმლის ტონალობა გაზაფხული-ზაფხულის სეზონისათვის

ფეხსაცმელს აქვს ტრანსფორმაციული ძალა, რომელსაც ვერც ერთი სხვა აქსესუარი ან სამოსი ვერ შეედრება. გსურთ გახადოთ თქვენი ყველაზე ლამაზი კაბა უფრო მეტად სადა და შეუმჩნეველი? - საკმარისია მოირგოთ კლასიკური ფეხსაცმელი დიზაინის გარეშე. გსურთ გახადოთ ჩვეულებრივი შარვალი არაჩვეულებრივი? - მოირგეთ ტრენდული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ისინი უთუოდ შეცვლიან თქვენს ვიზუალს მომენტალურად.

ფეხსაცმლის ფერის ტენდენციები, რომლებიც უნდა გამოსცადო 2024 წელს.

1. წითელი/ბორდოსფერი

ფეხსაცმელი gstyleფეხსაცმელი gstyle
ფეხსაცმელი gstyleქალის ფეხსაცმელი gstyle
წითელი ვიხილეთ: Akris, Fendi, Balmain
წითელი ფერების ტენდენცია ბოლო სეზონის განმავლობაში განსაკუთრებულად გამოიკვეთა. ახლა კი დროა, ვისაუბროთ იმაზე თუ რა ტონალობასთან შეიძლება მოვირგოთ მოცემული ცეცხლოვანი ფერი, პოდიუმზე კი ამის ყველაზე პოპულარი გზა წითელი ფეხსაცმლისა და ცსიფერი სამოსის კომბინაცია აღმოჩნდა.

2. ყავისფერი

ფეხსაცმელი gstyleფეხსაცმელი gstyle
ფეხსაცმელი LEFON GEORGIAკლასიკური ფეხსაცმელი LEFON GEORGIA
ყავისფერი ვიხილეთ: Ferragamo, Fendi, Tod's
ყავისფერი გახდა ელეგანტურობის საზომი ნეიტრალური ელფერიდან გამომდინარ. მისი პოპულარულობა პიკს მიაღწევს ზაფხულის თვეებში და დაგვაბრუნებს უკან, 90-იანებში, რადგან ეს უკანასკნელი გვაგრძნობინებს მოცემული დეკადის ესთეტიკას. მოცემული ტონალობა შეგიძლიათ მოირგოთ სხვა ნეიტრალურ და დამჯდარ ელფერებთან კომბინაციაში.

3. თეთრი/რძისფერი

 

ფეხსაცმელი gstyleფეხსაცმელი LEFON GEORGIA
ფეხსაცმელი gstyleფეხსაცმელი gstyle
თეთრი ვიხილეთ: Carven, Vivetta, Prada
წელს ფეხსაცმელები ისეთი საინტერესო დეტალებითაა შემოთავაზებული, როგორიცაა კვადრატული და სამკუთხედი ცხვირი, ტენდენციური სილუეტებით - ქუსლის ფორმის მრავალფეროვნებითა და დიზიანით( რეტრო და მოდერნული). 2024-ში თეთრი ფეხსაცმელი დაბრუნდა და იმაზე ამაღლებულია, ვიდრე ოდესმე.

4. ვერცხლისფერი

ფეხსაცმელი gstyleფეხსაცმელი gstyle
ქალის ფეხსაცმელი gstyleქალის ფეხსაცმელი gstyle
ვერცხლი ვიხილეთ: Gucci, Simone Rocha, Alaia

ვერცხლი ბოლო დროს მრავალი ტენდენციის ცენტრშია, სამკაულებით დაწყებული, შარვლებით დამთავრებული. ახლა კი ფეხსაცმელების დროა. მოცემული მეტალიკი ტონალობისგან იქმნება უმრავი ტიპისა თუ სტილის ფეხსაცმელი, იქნება ეს მაღალქუსლიანი კლასიკური, სანდლები, თუ ე.წ. ბალეტები. მისი უპირატესობა მდგომარეობს მოცემული ელფერის უნივერსალურობაში, ის უხდება, ფაქტობრივად, ყველა ტონალობას.

5. ოქროსფერი

ქალის ფეხსაცმელი gstyleქალის ფეხსაცმელი gstyle
ოქროსფერი ვიხილეთ: Bottega Veneta, Zimmermann, Victoria Beckham
სადაც ვერცხლი არის, ოქროც იქვე იქნება ახლო-მახლო. 2024 წლისთვის მეტალიკების ფერთა სპექტრი ფეხსაცმელებში გაშლის ფრთებს, მაგრამ კლასიკოსები განსაკუთრებულად დააფასებენ ოქროს, რომელიც საყრდენია.
  |  

More Posts

შეთავაზება

დაამატე კალათაში სასურველი ზომები და მიიღე -20% ფასდაკლება.

პროდუქტები